13 ივნისი 2025,   22:55
ვრცლად
"სტუდფესტი 2025" წარმატებით მიმდინარეობს - ფესტივალის ფარგლებში შვიდკაცა რაგბის და მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი გაიმართა

"სტუდფესტი 2025" წარმატებით მიმდინარეობს. ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში, მორიგი შვიდკაცა რაგბის და მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი გაიმართა.

ჩემპიონატის ორივე სახეობაში 20-მა უნივერსიტეტმა მიიღო მონაწილეობა. გამოვლინდნენ საპრიზო ადგილის მფლობელი უმაღლესი სასწავლებლები.

ფესტივალი, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდება, ითვალისწინებს უნივერსიტეტებს შორის ტურნირების გამართვას სპორტის 29 სახეობაში, ასევე საგანმანათლებლო, შემეცნებით და კულტურულ აქტივობებს. პროექტში ჩართულია 15 000-მდე სტუდენტი.

დღის ამბები