13 ივნისი 2025,   23:21
ვრცლად
ღაზას სექტორში, ერთ-ერთ საავადმყოფოზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში. ღაზას სექტორში, ერთ-ერთ საავადმყოფოზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, არიან დაშავებულებიც. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა კლინიკის მიმართულებით ერთდროულად ექვსი ბომბი ისროლეს - მათი ნაწილი საავადმყოფოს შიდა ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, ამ იერიშით, მათმა სამხედროებმა ზუსტი დარტყმა მიიტანეს "ჰამასის" ბაზაზე, რომელიც, საავადმყოფოს საფარქვეშ მდებარეობს.

დღის ამბები