
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა.
"ალექსანდრე მაისურაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე, იკავებდა საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატის უფროსის თანამდებობას", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იუსტიციის მინისტრის მოადგილეების პოსტს ასევე იკავებენ მერაბ ტურავა, გიორგი დგებუაძე და ბექა ძამაშვილი, მინისტრის პირველ მოადგილედ კი ლაშა მაღრაძე დაინიშნა.