
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თურქეთის ელჩს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს უსაფრთხოების სფეროში არსებული პარტნიორული ურთიერთობა და ისაუბრეს ამ მიმართულებით სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
შეხვედრისას, ანრი ოხანაშვილმა და ალი ქაანორბაიმ ყურადღება გაამახვილეს უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
სუს-ის ცნობით ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.