24 ივნისი 2025,   10:43
ვრცლად
ზაზა შათირიშვილის წერილი - ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში აკრედიტებული ელჩების უმეტესობა საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა და კონტროლი აქვთ ოპოზიციაზე

რევოლუციური მცდელობები, არეულობა და დესტაბილიზაცია ქვეყნისთვის სახიფათო საქმიანობის მიღმა ზაზა შათირიშვილი კონკრეტული საელჩოების ინტერესს ხედავს. ფილოსოფოსი ვრცელ წერილს ამერიკული გამოთქმით იწყებს და წერს, რომ "ერთადერთი ქვეყანა, სადაც რევოლუცია არ მოხდება ამერიკაა, რადგან იქ ამერიკის საელჩო არაა". იხსენებს 2003 წელს და ამბობს, რომ "ვარდების რევოლუცია" სწორედ შტატების მხარდაჭერით მოხდა. თუმცა, შათირიშვილის თქმით, 22 წლის შემდეგაც შტატებს, ისევე როგორც მის საელჩოს საქართველოში, მიზნები არ შეუცვლია. წერილის ავტორი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში აკრედიტებული ელჩების უმეტესობა საქართველოს შიდა საქმეებშიც უხეშად ერევა და კონტროლი აქვთ ოპოზიციაზე.

ზოგიერთი საელჩოს მხრიდან არასწორ პრაქტიკაზე საუბრობს პრემიერ მინისტრი. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში ხშირია შემთხვევები, როდესაც დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ადგილობრივ შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში უხეშად ერევიან. მთავრობის მეთაური დიპლომატებს ვენის კონვენციას ახსენებს.

ღია წერილის ავტორი დიპლომატების მხრიდან დარღვეული წესების დარეგულირების მისეულ ხედვაზეც საუბრობს.

დიპლომატებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ოპოზიცია საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მცდელობას უწოდებს. ამბობენ, რომ მასპინძელი ქვეყანა ვერცერთ საელჩოს თანამშრომლების რაოდენობას ვერ განუსაზღვრავს. არც იმას იზიარებენ, რომ რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლობა საქართველოში დესტაბილიზაციის წამახალისებელია.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ არაერთი ფაქტი არსებობს, როდესაც ზოგიერთი ქვეყნის ელჩი საქართველოსთან დაკავშირებით მინიმუმ არამეგობრულ დამოკიდებულებას იჩენს და ამის მაგალითად ევროკავშირის ელჩის ბოლო დროინდელი განცხადება მოჰყავთ.

სახელისუფლებო გუნდი მიმართავს ყველას, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ქვეყანაში არეულობის თუ რადიკალიზმის ხელშემწყობი იქნება რეაგირება მოჰყვება.

დღის ამბები