24 ივნისი 2025,   11:42
ვრცლად
Turkish Airlines საქართველოში 5 ახალ ყოველკვირეულ რეისს ამატებს

Turkish Airlines - რომელიც მსოფლიოს ყველაზე მეტ ქვეყანაში დაფრინავს, საქართველოს ავიაბაზარზე, ხუთი ახალი ყოველკვირეული რეისით, პოზიციებს ამყარებს.

თბილისის მიმართულებით დამატებით 2, ბათუმის მიმართულებით კი დამატებით 3 ფრენას დანიშნავს.

ჯამში, საქართველოსა და თურქეთს შორის, კვირაში 48 რეისს განახორციელებს.

გაფართოების შედეგად, თბილისის მიმართულებით კვირაში 34, ბათუმის მიმართულებით კი კვირაში 14 რეისს დანიშნავს, რაც მგზავრებს მაღალი დონის მომსახურებასთან ერთად, კიდევ უფრო მეტ მოქნილობას და "თურქეთის ავიახაზების“ შეუდარებელ გლობალურ ქსელზე წვდომას უზრუნველყოფს, რომლის ცენტრიც სტამბოლის აეროპორტია - ეროვნული გადამზიდავის მთავარი ჰაბი.

საქართველოში ფრენების რაოდენობას გაზრდაზე, Turkish Airlines-ის საქართველოს ოფისის მენეჯერმა ქენან ინჯემ კომენტარი გააკეთა:

"ხუთი ახალი სიხშირის დამატება ასახავს ჩვენს მტკიცე რწმენას საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობისა და მზარდ საბაზრო პოტენციალზე.

48 ყოველკვირეული რეისით, ქართველ მოგზაურებს ვანიჭებთ მეტ შესაძლებლობას და კიდევ უფრო ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მნიშვნელოვან საჰაერო ხიდს ტურიზმის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით გამოცდილების გაცვლისთვის".

Turkish Airlines-ის საქართველოს მიმართულებით ბილეთები ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე, მობილურ აპლიკაციაში, გაყიდვების ოფისებსა და ავტორიზებულ ტურისტულ სააგენტოებში.

დამატებითი ინფორმაცია ფრენების განრიგის შესახებ - https://www.turkishairlines.com/

 

დღის ამბები