13 ივნისი 2025,   22:58
ვრცლად
"ალბანეთში ვიზიტის ფარგლებში, საუბრის თემა იქნება ევროპის უსაფრთხოება და მდგრადობის გაძლიერება - ამასთან დაკავშირებით ექნება გამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრს" - ლევან ჟორჟოლიანი

დღეიდან იწყება საქართველოს მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტი ალბანეთში. ევროპული საბჭოს, ევროკომისიის, ევროპარლამენტის პრეზიდენტები, გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი და კიდევ 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დღეს ალბანეთის დედაქალაქში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეექვსე სამიტზე შეიკრიბებიან.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ირაკლი კობახიძე სამიტში მონაწილეობას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიწვევით მიიღებს.

"დღეს ტირანაში, ალბანეთში, იმართება ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეექვსე სამიტი, რომელსაც ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საგარეო საქმეთა მინისტრი. პრემიერ-მინისტრი გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელსაც ხელმძღვანელობენ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი და შვედეთის პრემიერ-მინისტრი. თემა შეეხება ევროპის უსაფრთხოებასა და ევროპის მდგრადობის გაძლიერებას. ამასთან დაკავშირებით ექნება გამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრს", - აცხადებს ლევან ჟორჟოლიანი.

დღის ამბები