22 ივნისი 2025,   16:31
ვრცლად
ოპოზიციას ქვეყნის შიგნით არანაირი მხარდაჭერა არ აქვს და ამიტომაც არიან დამოკიდებულები ქვეყნის გარეთ გაკეთებულ განცხადებაზე, დაფინანსებაზე, ელოდებიან სხვადასხვა მითითებას - ლადო ბოჟაძე

ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ლევან ხაბეიშვილმა განცხადებაზე შეფასებები კეთდება. ხაბეიშვილმა პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნები ვერ შედგება. მისი თქმით, ქვეყანაში ალტერნატიული არჩევნები უნდა ჩატარდეს.

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ოპოზიციას ქვეყნის შიგნით მხარდაჭერა არ აქვს და არჩევნების ჩაშლას ვერც ქართული სახელმწიფო და ვერც ქართველი ხალხი ვერ დაუშვებს.

"ოპოზიციას არანაირი მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით არ გააჩნია და ამიტომაც არიან ისინი დამოკიდებულები ქვეყნის გარეთ განცხადებაზე, დაფინანსებაზე, ელოდებიან სხვადასხვა მითითებას. რაც შეეხება თავად პროცესის ტექნიკურად ან ფიზიკურად ჩაშლა, ეს ისჯება კანონმდებლობით და ამას არც სახელმწიფო და არც ქართველი ხალხი არ დაუშვებს. მოწოდება არჩევნებში არმონაწილეობის მიღებაზე, ეს შესაძლებელია მივიჩნიოთ, როგორც პოლიტიკური განცხადებები, მაგრამ კონკრეტულად ის, რომ 4 ოქტომბერს რომელიმე საარჩევნო უბანი არ გაიხსნას და ამაში მონაწილეობა მიიღოს რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ, რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ მთელი კანონის სიმკაცრით დასჯა," - აღნიშნა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო ბოჟაძემ.

დღის ამბები