
ავსტრალიაში, 40 წლის ქალი Auburn South-ის დაწყებით სკოლას შეეჯახა, რის შედეგადაც 11 წლის ბიჭი დაიღუპა, 4 მოზარდი კი დაშავდა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბიჭი შემთხვევიდან მალევე საავადმყოფოში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ქალს ბრალი წაუყენეს. გამოძიება მას ავტომობილის უყურადღებო მართვასა და მანქანის არასათანადო კონტროლში ადანაშაულებს.
მედიის ინფორმაციით, ქალი სკოლის ღობეს შეეჯახა, სადაც 5 ბავშვი თამაშობდა. პოლიციამ ის ადგილზე დააკავა. მათივე ინფორმაციით, ავტომობილში ქალთან ერთად მოზარდიც იყო, რომელიც არ დაშავებულა.