
ტელეფონით არჩევნების ჩატარების ინიციატორი პაატა ბურჭულაძეა - იდეის ავტორი აღიარებს, რომ სიახლემ შესაძლოა ბევრი გააცინოს, თუმცა მაინც სჯერა, რომ მისი სურვილი 4 თვეში რეალობად იქცევა.
არარეალური, არასერიოზული და აბსურდული - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ტელეფონით ხმის მიცემა ნონსენსია მაშინ, როცა საქართველოში არჩევნები თანამედროვე ტექნოლოგიებით და უმაღლესი სტანდარტით ტარდება.
მსოფლიო ბანს იდეა დაუწუნეს გახარიას გუნდში. თქვეს, რომ სმარტფონებით არჩევნების ჩატარების არ სჯერათ და არც მონაწილეობის მიღებას აპირებენ. საარჩევნოდ ყველა იდეას განიხილავენ გვარამიას გუნდში. ლევან ხაბეიშვილს კი ხმის მისაცემად მობილური აპლიკაციის შექმნის იმედი აქვს.
ბურჭულაძის თეორიის პრაქტიკაში გადატანის არ სჯერა მმართველ გუნდს. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ არჩევნები ჩატარდება 4 ოქტომბერს და თვითმმართველობის. "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ სხვა არჩევნებს არც ლეგიტიმაცია და არც იურიდიული ძალა ექნება.
პაატა ბურჭულაძის ინიციატივასთან დაკავშირებით დღეს მედიამ შეკითხვა პრემიერ-მინისტრსაც დაუსვა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტელეფონით არჩევნების ჩატარების იდეა, ოპოზიციის სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე მიუთითებს.
ოპერიდან პოლიტიკაში წასულმა ბურჭულაძემ საკუთარი ინიციატივა, ოპოზიციას გუშინ გააცნო, თუმცა როგორც ჩანს, ამ იდეას მხარს მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" უჭერს.
ავტორი: ნანა გოგატაძე