24 ივნისი 2025,   11:39
ვრცლად
ყოფილი პრემიერის გუნდის მიმართვამ - "რა არის თქვენი გეგმა ბოიკოტის შემდეგ?", ოპოზიციის უმარვლესობაში გარკვეული გაღიზიანება გამოიწვია 

ყოფილი პრემიერის გუნდისთვის არჩევნები მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებასაც 4 ოქტომბერს აპირებენ. არ მალავენ საკუთარ გეგმას და იმავეს მოუწოდებენ კოლეგა ოპოზიციონერებსაც. პარტია "საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში "ახალს", "ლელოსა" და "ნაციონალური მოძრაობას" კითხვით მიმართავს - "რა არის თქვენი გეგმა ბოიკოტის შემდეგ?"

ადრესატები დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა. "ნაციონალური მოძრაობა" ექსპრემიერის პარტიის ამ ნაბიჯს ოპოზიციაზე თავდასხმად აფასებს და პასუხის გაცემას არ აპირებს. არ აპირებს ანგარიში ჩააბაროს ოპოზიციონერ კოლეგას არც პარტია "ახალის" ლიდერი.

გახარიას ინიციატივა საინტერესოა იაგო ხვიჩიასთვის. პარტია "გირჩი", რომელიც პარლამენტს მიღმა დარჩა, აპირებს საკრებულოს მანდატებისთვის იბრძოლოს, "გირჩი" ამაზე პირველივე დღიდან ღიად საუბრობს და იმავეს მოუწოდებს სხვა ძალებსაც.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ყველა მიიღებს, თუმცა, ეს უმრავლესობის თქმით, უცხო ძალების მითითებაზე იქნება დამოკიდებული. მიუხედავად ნებისმიერი სცენარისა, "ქართული ოცნება" 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება.

თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვეზე ცოტა დრო რჩება. ვინ მიიღებს 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას, ეს კვლავაც უცნობია.

ავტორი: კესო ქაფიანიძე 

 

დღის ამბები