24 ივნისი 2025,   10:13
ვრცლად
ომების, დაუცველობისა და იდენტობის კრიზისის დროს, მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება, საქართველო რჩება სტრატეგიულ მოკავშირედ და დგას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინა ხაზზე - პრემიერი

ომების, დაუცველობისა და იდენტობის კრიზისის დროს, მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო რჩება სტრატეგიულ მოკავშირედ და დგას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინა ხაზზე.

"ალბანეთში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტზე სიტყვით მივმართე ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დემოკრატიული მედეგობის  განმტკიცების თემაზე ორგანიზებული მრგვალი მაგიდის მონაწილეებს.

საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ერთგული მოკავშირე, თუმცა მას [საქართველოს] არაერთხელ ექცეოდნენ უსამართლოდ.

ომების, დაუცველობისა და იდენტობის კრიზისის დროს, მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება.

საქართველო რჩება სტრატეგიულ მოკავშირედ და დგას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინა ხაზზე", - აღნიშნავს პრემიერი.

დღის ამბები