
პაპი ლეო XIV, შსაძლოა, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის ინიციატივით გამოვიდეს.
სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგს ვატიკანმა "ტრაგიკული" უწოდა მას შემდეგ, რაც პუტინმა უარი თქვა ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრაზე. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
როგორც ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა, ჟურნალისტებს განუცხადა: "ეს ყველაფერი ტრაგიკულია, რადგან ვიმედოვნებდით, რომ შესაძლოა, ეს იქნებოდა ნელი პროცესი, მაგრამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებით და ამის ნაცვლად საწყისს დავბრუნდით. ახლა ვნახოთ რა უნდა ვქნათ, მაგრამ სიტუაცია რთულია".
"პაპი გეგმავს ვატიკანი, წმინდა საყდარი, ხელმისაწვდომი გახადოს ორ მხარეს შორის პირდაპირი შეხვედრისთვის" - დასძინა კარდინალმა.