
საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი სპორტულ-სამეჯლისო ცეკვებში "კავკასიის თასი 2025-ის" 30-ე საიუბილეო საერთაშორისო ტურნირს დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში ირაკლი მეძმარიაშვილი მსოფლიოს სპორტული ცეკვების ფედერაციის გენერალურ მდივანს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოში სპორტული ცეკვების განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.