
სამხრეთ ავსტრალიის სანაპიროზე, წყალმცენარეების მიერ გამოყოფილი დიდი რაოდენობით ტოქსინების გამო, 200-ზე მეტი თევზის სახეობა მოკვდა. აღნიშნულ შემთხვევას გარემოსდამცველები უწოდებენ "საშინელებათა ფილმს თევზებისთვის". ინფორმაციას BBC ავრცელებს.
წყალმცენარეების აყვავება - ეს არის წყალმცენარეების პოპულაციის სწრაფი ზრდა წყლის სისტემებში, რომელიც მარტიდან იწყებს ყვავილობას და ამჟამად დაახლოებით 4500 კვადრატულ მეტრს აღწევს.
ველური ბუნების მეცნიერის, ვანესა პიროტას თქმით, "ეს უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან აყვავება აგრძელებს ზრდას".
სხვა მეცნიერები ამბობენ, რომ წყალმცენარეები გამოყოფენ შხამს, რომლებიც "მოქმედებენ როგორც ტოქსიკური საბანი", რომელიც ახრჩობს ოკეანის მაცხოვრებლების ფართო სპექტრს, მათ შორის თევზებს, სკატებსა და ზვიგენებს.