
"იმედს გამოვთქვამთ, რომ ვატიკანთან ურთიერთობები ახალი პაპის პირობებში იქნება ისეთივე მჭიდრო და ახლო, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი", – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ბოჭორიშვილმა რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ექნებათ შესაძლებლობა, შეხვდნენ ლეო XIV-ს და ისაუბრონ იმ პრიორიტეტებზე, რაც საქართველოს აქვს.
"ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მივსალმებოდით ახალ პაპს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ვატიკანთან ურთიერთობები ახალი პაპის პირობებში იქნება ისეთივე მჭიდრო და ახლო, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე გვექნება შესაძლებლობა, გვქონდეს შეხვედრა, ვისაუბროთ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის. გვექნება შესაძლებლობა, ახალ პაპთან ვიმსჯელოთ იმ პრიორიტეტებზე, რაც აქვს საქართველოს", – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.