
"უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება დღეს ყველაზე დიდი საფრთხეა! არ გვინდა მათ ომში ჩავერთოთ! - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინა ომამდეც დანგრეული ქვეყანა იყო და ომის დროს კიდევ უფრო განადგურდა.
"მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ფეხზე დგომა და სხვისი ფული სჭირდებათ, სწორედ ამიტომ, ევროკავშირში, ნებისმიერ ფასად, დაუყოვნებლივ შესვლა უნდათ. მათ არ აინტერესებთ ის, რომ ომს მოიტანენ, არ აინტერესებთ, რომ ფერმერები ნადგურდებიან, არ აინტერესებთ, რომ უკრაინული მაფიის მსხვერპლი გავხდებით, თუმცა ჩვენ, უნგრელებს ეს გვაინტერესებს.
არ გვინდა, რომ მათ ომში ჩავებათ, არ გვინდა, რომ მათ ჩვენი ფერმები გაანადგურონ, არ გვინდა, რომ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მაფიის ბუდედ აქციონ და არ გვინდა, რომ უნგრელი ხალხის ფული, ბრიუსელის გავლით, მათთან მივიდეს - არა, არა და არა", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.