24 ივნისი 2025,   11:45
ვრცლად
"გასულ წელს სებ-მა სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია განახორციელა და 2024 წლის მარტში ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ოქრო შეიძინა" - ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტს 2024 წლის ანგარიში წარუდგინა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტს 2024 წლის ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტში მიმოხილულია ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკა, ასევე აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ნათია თურნავას განცხადებით, 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდა, რაც ძირითადად შიდა ეკონომიკურმა ფაქტორებმა განაპირობა.

"ეროვნული ბანკის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც გრძელვადიანი ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა. ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალის გაუმჯობესებამ ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი გარკვეულწილად შეარბილა. დამატებით, 2024 წელს ლარის ეფექტური გაცვლითი კურსი შედარებით მყარ პოზიციაზე შენარჩუნდა.

სებ-მა მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია დაიწყო და განაკვეთი 2024 წლის პირველ ნახევარში 1.5%-ული პუნქტით 8%-მდე შემცირდა. 2024 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.4% შეადგინა. წელს. დღეის მდგომარეობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი წმინდა შესყიდვები, ანუ ჩვენ არ გაგვიყიდია, მხოლოდ ვყიდულობთ, უკვე ბევრად მეტია, ვიდრე შარშანდელი წლის წმინდა გაყიდვები.

გასულ წელს სებ-მა სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია განახორციელა და 2024 წლის მარტში ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ოქრო შეიძინა", - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.

დღის ამბები