24 ივნისი 2025,   11:19
ვრცლად
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები