22 ივნისი 2025,   13:29
ვრცლად
ევროკომისია 2025 წლის გაზაფხულის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გასულ წელს საქართველოში 9.4%-ით ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა

ევროპის ეკონომიკური პროგნოზი - ევროკომისია 2025 წლის გაზაფხულის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გასულ წელს საქართველოში 9.4%-ით ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

ანგარიშის თანახმად, ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ინვესტიციებიც, რაც განპირობებული იყო ბიზნესის სესხების ზრდით, საწარმოთა კარგი ფინანსური შედეგებითა და საჯარო ინვესტიციების გაძლიერებით. ევროკომისიის პროგნოზით, ინვესტიციების ზრდა ისევ მოსალოდნელია. ანგარიშში მიმოხილულია დასაქმებისა და უმუშევრობის დონის მაჩვენებლებიც.

ევროკომისიის დოკუმენტში წერია, რომ ამ პროგნოზს ახლავს გაურკვევლობა ქვეყნის შიდა პოლიტიკური მოვლენებისა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის თვალსაზრისით, რაც შესაძლოა უარყოფითად აისახოს როგორც ბიზნესის, ისე მომხმარებელთა განწყობებზე.

დღის ამბები