
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა. ის ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯიოღლიმ 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
2023 წლის დეკემბერში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა