24 ივნისი 2025,   11:03
ვრცლად
გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში, გორდელაძეების მრავალშვილიანი ოჯახის პირველი აუდიო ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში, გორდელაძეების მრავალშვილიანი მომღერალი ოჯახის პირველი აუდიო ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.

ალბომში თავმოყრილია ძველი და თანამედროვე გურული ხალხური სიმღერები, შესრულებული ოჯახის დედისა და რვა შვილის მიერ.ჩაწერა განხორციელდა უნივერსიტეტის სტუდიაში, ფონდი "ქართული გალობა"-ს მხარდაჭერით.

პრეზენტაციაზე ლიხაურიდან ჩამოსულმა გორდელაძეებმა სტუმრებისთვის შეასრულეს რამდენიმე ნიმუში ალბომიდან.

დღის ამბები