22 ივნისი 2025,   12:39
ვრცლად
გერმანიის ელჩი საკუთარი ქვეყნის მაგალითზე საუბრისას ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიციელებზე ძალადობა უკანონოა - მმართველი გუნდი პიტერ ფიშერის დამოკიდებულებას ორმაგ სტანდარტად აფასებს

გერმანიის ელჩი საკუთარი ქვეყნის მაგალითზე საუბრობს და ამბობს, რომ პოლიციელებზე და სახელმწიფო მოხელეებზე ძალადობა უკანონოა, თუმცა მსგავსი სავარაუდო დანაშაულის შემთხვევაში, საქართველოსთან კითხვები აქვს. გერმანელმა დიპლომატმა, რომელიც მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს ესწრება, ინტერვიუ გამოცემა "ბათუმელებს" მისცა.

პიტერ ფიშერის დამოკიდებულება სახელისუფლებო პარტიისთვის ორმაგი სტანდარტია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ის, რაც სხვა ქვეყნებშიც დანაშაულია - საქართველოში ნორმა ვერ გახდება. "ქართულ ოცნებაში" გერმანელი დიპლომატის განცხადების მიღმა ერთგვარი აღიარებაც კი დაინახეს.

ოპოზიცია გერმანელი დიპლომატის პოზიციას იზიარებს. ამტკიცებენ, რომ ელჩი არც ორმაგი სტანდარტით მოქმედებს და არც მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევის მცდელობა აქვს.

საპარლამენტო უმრავლესობა, გერმანიის და ევროკავშირის სხვა სახელმწიფოების ელჩებსაც, მოუწოდებს, დაემორჩილონ ვენის კონვენციას და არ ჩაერიონ სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში.

"ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები