22 ივნისი 2025,   12:16
ვრცლად
137 დღე არჩევნებამდე - "ნაციონალური მოძრაობა" ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას უპირისპირდება, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ნაციონალური მოძრაობა" ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას უპირისპირდება, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები კოლეგა ოპოზიციონერებს მუნიციპალური არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებენ.

"ნაციონალურ მოძრაობას" კრიტიკითვე პასუხობენ გახარიას პარტიაში და ამბობენ, რომ სააკაშვილის თანაგუნდელების მოწოდება მათ პოზიციაზე გავლენას ვერ მოახდენს. "ლელოს" წევრები კი, კოლეგებს კიდევ ერთხელ ახსენებენ, რა ფუნქცია აქვს ოპოზიციურ პარტიებს.

თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება პარტია "გირჩი". ამბობენ, რომ სხვა ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, თავად იდეის გარშემო არიან გაერთიანებული და ამომრჩეველთან მუშაობაც უკვე დაწყებული აქვთ.

თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას აანონსებს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციის მხრიდან მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობაც და მისი ბოიკოტიც ოპონენტების პოლიტიკური განაჩენი იქნება.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ზუსტად 137 დღე რჩება. მერებსა და საკრებულოების წევრებს, ქვეყნის მასშტაბით, 64 მუნიციპალიტეტში 4 ოქტომბერს აირჩევენ.  

 

დღის ამბები