
საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი ინტერესის საგანი გეოპოლიტიკა იყო: რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა, - ამის შესახებ Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი სოციალურ ქსელ X-ზე.
"საფრანგეთის საგარეო დაზვერვამ დაადასტურა, რომ ჩემთან შეხვედრის მიზანი ტერორიზმთან და ბავშვთა პორნოგრაფიასთან ბრძოლა იყო. რეალურად, ბავშვთა პორნოგრაფია არც კი იყო ნახსენები. მათ სურდათ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა IP მისამართები საფრანგეთში, მაგრამ მათი მთავარი ინტერესი ყოველთვის გეოპოლიტიკა იყო: რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა", - წერს დუროვი სოციალურ ქსელ x-ზე.