22 ივნისი 2025,   13:03
ვრცლად
ეს იყო მნიშვნელოვანი იმპულსი, რომელიც ქმნის წინაპირობას, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებთან მოხდება ურთიერთობის არა მარტო გადატვირთვა, არამედ ახალ მნიშვნელოვან საფეხურზე აყვანა, რომელიც უნდა დასრულდეს ევროინტეგრაციით - თორნიკე ჭეიშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი ტირანაში გამართული სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის შეხვედრებსა და გზავნილების შესახებ საუბრობს. როგორც ის "ღამის კურიერში" ამბობს,  კადრები, რომელიც საზოგადოებამ იხილა, მეტყველებს იმაზე, რა განწყობით შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პირველი პირები და ლიდერები. 

"რაც შეეხება ქალაქ ტირანაში გამართულ სამიტს, ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, აქ იყო 50-მდე ლიდერი წარმოდგენილი, ევროპიდან, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურებიდან და, რა თქმა უნდა, ის კადრები, რომელიც ვიხილეთ, თავისთავად უკვე მეტყველებს იმაზე, რა განწყობით შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პირველი პირები და ლიდერები. 

რაც არ უნდა შეეცადონ ზოგიერთები, რომ გააუფერულონ, გააუბრალოონ ამ ვიზიტის მნიშვნელობა, თუნდაც იმ კადრების სულისკვეთება, რაც თავისთავად უკვე ქმნის შთაბეჭდილებას, რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური იმპულსი, რომელიც სამომავლოდ ქმნის იმის წინაპირობას, რომ ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს სურვილი ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მოხდება ურთიერთობის არა მარტო გადატვირთვა, არამედ აბსოლუტურად ახალ, ძალიან მნიშვნელოვან საფეხურზე აყვანა, რომელიც საბოლოო ჯამში უნდა დასრულდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციით", - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.

 

 

 

 

 

დღის ამბები