22 ივნისი 2025,   12:12
ვრცლად
შეუდარებელი სიტუაცია იყო დღევანდელ დღესთან შედარებით - არ ფუნქციონირებდა ფაქტობრივად არცერთი თავისუფალი ტელემედია, იქ, სადაც გაისმოდა თავისუფალი სიტყვა, სპეციალური დანიშნულების რაზმებიც კი შეიყვანეს - თენგიზ შარმანაშვილი 2003- 2012 წლების მოვლენებზე

მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები 2003- 2012 წლებში - დროებით საგამოძიებო კომისიაზე დღეს გიორგი იაკობაშვილს, ვახტანგ ხუზმიაშვილს, გიორგი მამაცაშვილს, ბექა სივსივაძესა და ბონდო მძინარაშვილს მოუსმენენ.

მმართველი გუნდის განცხადებით, კომისია კიდევ ერთხელ დაეხმარება საზოგადოებას გაიხსენოს რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს და როგორ ირღვეოდა ადამიანის უფლებები.

"შეუდარებელი სიტუაცია იყო დღევანდელ დღესთან შედარებით, არ ფუნქციონირებდა ფაქტობრივად არცერთი თავისუფალი ტელემედია. იქ, სადაც გაისმოდა თავისუფალი სიტყვა, სპეციალური დანიშნულების რაზმებიც კი შეიყვანეს, "იმედის" მაგალითიც საკმარისი იქნებოდა ამისათვის. "რუსთავი 2-საც" მფლობელი შეუცვალეს ძალადობრივი და სხვადასხვა მეთოდით. საგამოძიებო კომისია შეეცდება, რომ სრული ინფორმაცია დადოს იმ რეჟიმთან დაკავშირებულ საკითხებზე“, - აცხადებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი თენგიზ შარმანაშვილი.

დღის ამბები