22 ივნისი 2025,   12:42
ვრცლად
კომისიის მიზანი არის იძალადოს და ჰიბრიდული, საინფორმაციო ომი აწარმოოს, სტრესში ამყოფოს ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქეები, თითქოს მათ სხვა სტრესი აკლდეთ და ყოველდღიური გაჭირვება და ეკონომიკური პრობლემები არ აწუხებდეთ - გიორგი შარაშიძე

მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები 2003- 2012 წლებში - დროებით საგამოძიებო კომისიაზე დღეს გიორგი იაკობაშვილს, ვახტანგ ხუზმიაშვილს, გიორგი მამაცაშვილს, ბექა სივსივაძესა და ბონდო მძინარაშვილს მოუსმენენ.

მმართველი გუნდის განცხადებით, კომისია კიდევ ერთხელ დაეხმარება საზოგადოებას, გაიხსენოს, რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს და როგორ ირღვეოდა ადამიანის უფლებები.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ კომისიის მიზანი - საქმეების რეალური გამოძიება არაა.

"კომისიის მიზანი არის იძალადოს და ჰიბრიდული, ანუ საინფორმაციო ომი აწარმოოს, და სტრესში ამყოფოს ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქეები, თითქოს მათ სხვა სტრესი აკლდეთ და ყოველდღიური გაჭირვება და ეკონომიკური პრობლემები არ აწუხებდეთ. რეალურ გამოძიებასთან და სიმართლის მიწოდებასთან ჩვენ საქმე არ გვაქვს. აქამდეც გვითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ეს არის ნახევრად სიმართლის კომისია“, - აცხადებს პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი შარაშიძე.

დღის ამბები