
ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში ეკონომიკის 9,4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2025-2026 წლისთვის კი 5-6%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.
მმართველი გუნდის განცხადებით, ანაგრიში კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველომ რეგიონში არსებული ეკონომიკური შესაძლებლობები სწორად გამოიყენა.
მმართველი გუნდის ოპონენტების განმარტებით, ეკონომიკა ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ფურცლებზე და ფორმალურად იზრდება.
"სინამდვილეში, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკა მხოლოდ ერთეულებისთვის და მხოლოდ ფორმალურად, ფურცლებზე იზრდება. ეკონომიკა არ იზრდება პენსიონერებისთვის, ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, დევნილებისთვის და ა.შ. ერთია, რა კონკრეტული დასკვნა შეიძლება დაიწეროს ფურცელზე, მაგრამ მეორეა ის უმძიმესი რეალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია - უმუშევრობისა და სიღარიბის კუთხით", - აცხადებს პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი კაპანაძე.