22 ივნისი 2025,   13:11
ვრცლად
ევროკომისიამაც დაადასტურა ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2024 წელს გვქონდა, ასევე, თქვენ ნახავთ 2025-2026 წლების პროგნოზს - ფაქტობრივად 5%-დან 6%-მდე გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა - ლადო ბოჟაძე

ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში ეკონომიკის 9,4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2025-2026 წლისთვის კი 5-6%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

მმართველი გუნდის განცხადებით, ანაგრიში კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველომ რეგიონში არსებული ეკონომიკური შესაძლებლობები სწორად გამოიყენა.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე ამბობს, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა ევროკომისიამაც დაადასტურა.

"მათაც [ევროკომისიამ] დაადასტურეს ის თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2024 წელს გვქონდა. ასევე, თქვენ ნახავთ 2025-2026 წლების პროგნოზს - ფაქტობრივად 5-დან 6%-მდე გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა. ასევე, თქვენ იცით, რომ გამოქვეყნებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, კანდიდატი სახელმწიფოების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და, ფაქტობრივად, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა სწორედ საქართველოში იქნება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - [იცით] ის დამოკიდებულება, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა ჩვენს შეფასებებთან დაკავშირებით... იმედია, ახლა უკვე ევროკომისიის ანგარიშს არ გამოუცხადებენ ბოიკოტს", - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე.

დღის ამბები