22 ივნისი 2025,   10:11
ვრცლად
დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი 15 მილიონ ლარამდე გაიზარდა

დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი 15 მილიონ ლარამდე გაიზარდა. თბილისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებებს უყარეს -დედაქალაქის ბიუჯეტის ჯამური მოცულობა ორ მილიარდ ლარს აჭარბებს.

დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა განაშენიანების რეგულირების გეგმაც, რომლის მიხედვით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები ბინებით დაკმაყოფილდებიან.

"თბილისის ბიუჯეტი თავის რეკორდულ მაჩვენებელზე მივიდა. ასეთი დიდი ბიუჯეტი თბილისის საკრებულოს არასოდეს დაუმტკიცებია. 15 მილიონით გაიზარდა. თანხების ძალიან დიდი ნაწილი მოხმარდება სოციალურის გარდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. დღეს გამოვიდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც ვალდებულებაში რაც გვქონდა აღებული, ბინებით ვაკმაყოფილებთ 300-მდე ადამიანს. ყველაზე მსხვილი პროექტი, რაც გვქონდა ბოლო წლებში, კოოპერატივით დაზარალებულთა მიმართულებით, დღეს დაიხურება," - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ოთარ გრიგოლია. 

დღის ამბები