19 ივნისი 2025,   16:14
ვრცლად
"რაღაც პოლიტიკურ პერფორმანსსაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი" - დავით მათიკაშვილი კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერების მხრიდან გირაოს არ გადახდის გადაწყვეტილებაზე

მმართველ გუნდში კოალიცია"ცვლილებისთვის" ლიდერების მხრიდან გირაოს არ გადახდის გადაწყვეტილებაზე, შეფასებები კეთდება. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძის განცხადებებს პოლიტიკურ პერფორმანსს უწოდებს.

"სინამდვილეში მათ არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ. ცდილობენ საკუთარ ძალიან მცირერიცხოვან ამომრჩეველთან და პატრონებთან თავის გამართლებას. რაღაც პოლიტიკურ პერფორმანსსაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი. რეალურად, ძალიან კარგად იცის ყველამ, ვინც გადაიხადა გირაო, ვინც უარს აცხადებს გირაოს გადახდაზე, სახელმწიფო კი იმოქმედებს კანონის შესაბამისად," - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, გირაოს გადახდას არ აპირებს. მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ მის მიმართ დაკისრებული გირაო, პატიმრობით შეიცვალოს. გირაოს გადახდას არ აპირებს არც "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია. ამ წუთებში იმართება სასამართლო სხდომა, თუმცა დღეს აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე არ მსჯელობენ. გირაოს გადახდის ვადა შვიდ ივნისს იწურება, სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ შეიცვლება აღკვეთის ღონისძიებაზე პროკურატურის შუამდგომლობა.

ცნობისთვის, პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმე პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღიძრა. პარტია "ახალში" აცხადებენ, რომ პარლამენტი და შესაბამისად, კომისიაც არალეგიტიმურია, ამიტომ არ ცნობენ მასზე არ მისვლის გამო დაკისრებულ სანქციებსაც.

დღის ამბები