19 ივნისი 2025,   17:17
ვრცლად
თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციაში უთანხმოებაა - ოთხი ბარიერგადალახული პარტიიდან, გახარიას გუნდი ერთადერთია, ვინც ამბობს, რომ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ოთხი ბარიერგადალახული პარტიიდან, გიორგი გახარიას გუნდი ერთადერთია, ვინც ღიად ამბობს, რომ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ყოფილი პრემიერის პარტიაში ასევე ფიქრობენ, რომ სამზადისი სხვებსაც დაწყებული აქვთ, თუმცა, ჯერ მალავენ.

გახარიას გუნდს პასუხი, პარტია "ახალმა" გასცა. გვარამია-მელიას გუნდისთვის გეგმა თავად ბოიკოტია. დღეს "ახალის" ოფისიდან ვადაც დაითქვა - 26 მაისამდე საბოლოო პოზიცია ყველამ უნდა გამოაცხადოს. სააკაშვილის ყოფილი და მოქმედი თანაგუნდელები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავენ. შესაბამისად, ადრესატი მამუკა ხაზარაძეა, თუმცა, "ლელოში" პარტიის სხვა პრიორიტეტებზე საუბრობენ.

4 ოქტომბრის საარჩევნო მარათონისთვის ემზადება "გირჩი". დანარჩენ ოპოზიციას კი, პარტია მკაფიო პოზიციის დროულად ჩამოყალიბებას ურჩევს.

64-ვე მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი, დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ მათი ოპონენტები მითითებებს ქვეყნის გარედან ელოდებიან.

ქვეყნის მასშტაბით, 64 მუნიციპალიტეტში მერებსა და საკრებულოების წევრებს მოსახლეობა ზუსტად 136 დღეში, 4 ოქტომბერს აირჩევს.

დღის ამბები