19 ივნისი 2025,   15:39
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პიტერ ფიშერი ბოლოდროინდელი ქმედებებით, ლეგიტიმურ კრიტიკას იმსახურებს - გერმანიის ელჩის განცხადებაზე, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები კეთდება

არის თუ არა ადამიანის მონად შერაცხვა, ადამიანური ღირსების უარყოფა - ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას, პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ელოდება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვიდრე საგარეო უწყება საქართველოში საკუთარი დიპლომატის გამართლებას შეეცდება, კითხვას პასუხი უნდა გასცეს. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პიტერ ფიშერი ბოლო დროინდელი ქმედებებით, ლეგიტიმურ კრიტიკას იმსახურებს. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დიპლომატის დამოკიდებულება მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობაა, ხოლო მისი ქცევა ზოგადად ხელისუფლებისა და მისი მომხრეების მიმართ დიპლომატიურ ჩარჩოს სცდება.

გერმანელი ელჩის კრიტიკის დროს, პარლამენტის თავმჯდომარე რამდენიმე ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას. შალვა პაპუაშვილის წერს, რომ პიტერ ფიშერის მზია ამაღლობელის პროცესებზე დასწრებას კონკრეტული მიზანი აქვს. ინტერესი არა საქმის დეტალების გაგება, არამედ მოსამართლისთვის იმ განწყობის ჩვენებაა, რომ მას აკვირდებიან. ბოლო სასამართლო პროცესს გერმანელ დიპლომატთან ერთად ესტონელი ელჩიც ესწრებოდა, იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომლის მთავრობამაც ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ესტონეთში შესვლა აუკრძალა.

დიპლომატების ქმედებებში პრობლემას ვერ ხედავს ოპოზიცია.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ელჩი ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, ერთის მხრივ ამბობს, რომ პოლიციელზე ძალადობა მის ქვეყანაში უკანონია, თუმცა მსგავს სავარაუდო დანაშაულზე საქართველოში კითხვები აქვს.

"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების ნაწილი საკუთარი განცხადებებით ხშირად ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა, რის გამოც, როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ელჩები ლეგიტიმურ კრიტიკას იღებენ მათგან.

დღის ამბები