
სულ რამდენიმე წუთი რჩება "რუსთავი 2-ის" ახალი მეგა პროექტის "საქართველოს ხმის" მეორე ტურის დაწყებამდე, სადაც ცოცხალი ბენდის თანხლებით, 40 კონკურსანტი იმღერებს - პროექტში, რომელიც მხოლოდ ქართულ რეპერტუარზეა ორიენტირებული და მიზნად ახალი ვარსკვლავების აღმოჩენას ისახავს, დღეს ჟიურის გადაწყვეტილებით, მხოლოდ 14 მონაწილე დარჩება.
"საქართველოს ხმის" ტიტულისთვის და მთავარი პრიზისთვის საბოლოოდ კი, 10 საუკეთესო მომღერალი იბრძოლებს.
გადაცემა "რუსთავი 2-"ის ეთერში ყოველ სამშაბათს, 22:00 საათზე გადის.