24 ივნისი 2025,   10:35
ვრცლად
"საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ რა დღეში ჩააგდეს ტელეკომპანია "იმედი", როგორ ხდებოდა მედიასა და ბიზნესზე ზეწოლა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში" - დავით მათიკაშვილი

"საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ რა დღეში ჩააგდეს ტელეკომპანია "იმედი", როგორ ხდებოდა მედიასა და ბიზნესზე ზეწოლა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში" - ამ განცხადებით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ტელეკომპანია "იმედის" მფლობელის, ირაკლი რუხაძის მოსმენას ეხმაურება. 

მისი თქმით, ბევრი ტრაგიკული მოვლენების გახსენება იქნება, რომელიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ქვეყანაში ხდებოდა. 

"საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ რა დღეში ჩააგდეს ტელეკომპანია "იმედი", როგორ ხდებოდა მედიასა და ბიზნესზე ზეწოლა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში. კიდევ კომისიის სხდომები და ბევრი ტრაგიკული მოვლენების გახსენება, რომელიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა, საზოგადოებამ ეს ყველაფერი კარგად უნდა გაიაზროს, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, ვინც ვერ მოესწრო მისი ასაკიდან გამომდინარე," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ 2012 წლამდე მედიის დევნა და შევიწროება - დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ტელეკომპანია "იმედის" მფლობელს, ირაკლი რუხაძეს მოუსმენენ. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ კომისია საზოგადოებას სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გახსენებაში ეხმარება.

დღის ამბები