
"როცა დღეს ვინმე ევროპელობასა და დემოკრატიაზე ლაპარაკობს, კარგად უნდა ახსოვდეს, თუ რა დღეში იყო ზოგადად "ნაციონალური მოძრაობის" დროს ქართული მედია", - ეს განცხადება პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძემ გააკეთა.
მისი თქმით, 2012 წლამდე ქვეყანაში ფაქტობრივად ყველა ტელევიზია კონტროლდებოდა.
"ყველას კარგად ახსოვს, რა მდგომარეობაში იყო ქართული მედია 2012 წლამდე, ნახონ მათ შორის საერთაშორისო რეიტინგები, გავიხსენოთ, რა უქნეს ტელეკომპანია "იბერიას", ტელეკომპანია "იმედს", როგორი პრობლემები ჰქონდა მათ შორის "კავკასიას", "მაესტროს", როგორ კონტროლდებოდა ფაქტობრივად ყველა ტელევიზია. როცა დღეს ვინმე ევროპელობასა და დემოკრატიაზე ლაპარაკობს, კარგად უნდა ახსოვდეს, თუ რა დღეში იყო ზოგადად "ნაციონალური მოძრაობის" დროს ქართული მედია," - აცხადებს ლადო ბოჟაძე.