
"ვინც არც იხდის გირაოს, ეს ხომ ახალი მოვლენა არ არის, ეს არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ სისტემურად დაუპირისპირდნენ სამართალს, კანონს და სახელმწიფოს" - ეს განცხადება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის წევრების შესახებ საუბრისას გააკეთა.
"ვინც არც იხდის გირაოს, ეს ხომ ახალი მოვლენა არ არის, ეს არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ სისტემურად დაუპირისპირდნენ სამართალს, კანონს და სახელმწიფოს. იმიტომ რომ ისინი არიან მონაწილენი სწორედ იმ უსამართლობის, რაც ამ საგამოძიებო კომისიაში იხილება ახლა. მიზანი ამ ქმედებისა როგორც ყოველთვის, არის რომ იქნებ ამან გამოიწვიოს ესკალაცია," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.