13 ივნისი 2025,   23:47
ვრცლად
"საქპატენტსა" და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"საქპატენტსა" და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება დედაქალაქის სკოლამდელი განათლების სისტემაში ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამ მიმართულებით, გარკვეული აქტივობების დანერგვას ითვალისწინებს.

დოკუმენტის თანახმად, "საქპატენტი" თბილისის 200-მდე საბავშვო ბაღს ეტაპობრივად გადასცემს საგანგებოდ სასკოლო მზაობის ჯგუფებისათვის გათვლილ მხატვრულ ლიტერატურას, რომელიც მეთოდოლოგიურად ინტეგრირდება სააღმზრდელო პროცესში. დაიგეგმება ტრენინგები და კონსულტაციები, სხვადასხვა აქტივობა პედაგოგებისათვის.

დღის ამბები