14 ივნისი 2025,   00:10
ვრცლად
ქარელის რაიონის სოფელ ქვენატკოცისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის ახლად რეაბილიტირებულ სკოლებში ბოლო ზარი აღნიშნეს

მთელ საქართველოს საჯარო სკოლებთან ერთად, ბოლო ზარი აღნიშნეს ქარელის რაიონის სოფელ ქვენატკოცისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის ახლად რეაბილიტირებულ სკოლებში.

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს სწავლის პირველი ეტაპის დასრულება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიულოცა და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.

ორივე სკოლა საერთო ჯამში 800 მოსწავლეზეა გათვლილი და ადგილზე, საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად, ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა და ექიმის კაბინეტი.

დღის ამბები