22 ივნისი 2025,   06:31
ვრცლად
ევროკავშირი სირიას ეკონომიკურ სანქციებს მოუხსნის

ამერიკის შემდეგ, სირიას ეკონომიკურ სანქციებს მოუხსნის ევროკავშირი. გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრებმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე შეათანხმეს.

ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა "იქსის" საკუთარ, ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

"გვსურს, დავეხმაროთ სირიელ ხალხს ახალი, ინკლუზიური და მშვიდობიანი სირიის აშენებაში. ევროკავშირი ყოველთვის იდგა სირიელების გვერდით ბოლო 14 წლის განმავლობაში და ასე გაგრძელდება მომავალშიც", – აღნიშნულია კაია კალასის განცხადებაში.

დღის ამბები