13 ივნისი 2025,   08:49
ვრცლად
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

ჯორჯე სიმიონი არ ნებდება - რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

"ოფიციალურად ვთხოვ სასამართლოს, გააუქმოს კენჭისყრის შედეგები. იგივე მიზეზების გამო, რის გამოც გაუქმდა დეკემბრის არჩევნები: სახელმწიფო და არასახელმწიფო სუბიექტების გარე ჩარევის გამო. ამჯერად ეს დადასტურებულია! არც საფრანგეთს, არც მოლდოვას და არც სხვა ვინმეს არა აქვს უფლება, ჩაერიოს სხვა სახელმწიფოს არჩევნებში", — დაწერა სიმიონმა.

არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, სიმიონს ბუქარესტის მერმა, ნიკუშორ დანიმ 8 პროცენტით აჯობა. შედეგების გამოცხადების შემდეგ, სიმიონმა მარცხი აღიარა და კონკურენტს გამარჯვება მიულოცა.

დღის ამბები