22 ივნისი 2025,   12:53
ვრცლად
დღეს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მუშაობა დაიწყო

დღეს საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც ხორციელდება სსფ-ს წესდების IV მუხლის დებულებით ("მეოთხე მუხლის კონსულტაციები") გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში.

მისიამ, რომელსაც ხელმძღვანელობს ალეხანდრო ჰაჟდენბერგი, პირველი შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან გამართა.

მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვა.

ლაშა ხუციშვილმა მისიის წევრებს გააცნო ეკონომიკაში არსებული ვითარება, 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები და საშუალოვადიანი პერიოდის პროგნოზები.

დღის ამბები