22 ივნისი 2025,   13:30
ვრცლად
"შეერთებული შტატებისთვის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევა რთულად მოსაშორებელი ჩვევაა" - გამოცემა RESPONSIBLE STATECRAFT

"შეერთებული შტატებისთვის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევა რთულად მოსაშორებელი ჩვევაა",  - ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას ამერიკული გამოცემა RESPONSIBLE STATECRAFT. სტატიის ავტორი, ქუინსის სახელმწიფოებრივი მმართველობის ინსტიტუტის მკვლევარი მარკ ეპისკოპოსია. ის წერს რომ "მეგობარი აქტი" საქართველოსა და მთელ რეგიონში ისეთ შედეგებს გამოიწვევს, რომლებიც მისი მიზნის საპირისპიროა. 

ავტორი მიიჩნევს, რომ მოთხოვნებს, რომლებსაც აქტი საქართველოს უყენებს, ქვეყნისთვის ეკონომიკური თვითმკვლელობის და გაღატაკების ტოლფასი იქნება.

"მეგობარი აქტის მიხედვით, დასავლეთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად "ქართული ოცნების" მთავრობამ არა მხოლოდ რუსეთთან ნებისმიერი კავშირი უნდა გაწყვიტოს, არამედ აშკარად კონფრონტაციული პოზიცია უნდა დაიკავოს, მათ შორის მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების აღსრულებისა და რუსული გავლენის წინააღმდეგ მიმართული სხვა ზომების მეშვეობით. კანონმდებლობა ამტკიცებს, რომ რუსეთს მიმართ მაქსიმალურად მტრული დამოკიდებულება ერთადერთია, რაც შეესაბამება ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. „მეგობარი აქტი, როგორც სენატორმა რენდ პოლმა აღნიშნა 27 მარტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, არ შეიძლება განვიხილოთ სხვაგვარად, თუ არა პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში. „ქართველი ხალხის“ მხარდაჭერის სუსტი მტკიცების მიღმა, აქტის მიზანია საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დასჯა საგარეო პოლიტიკის ისეთი მიმართულების არჩევისთვის, რომელსაც აშშ-ის საგარეო პოლიტიკის წრეებში ზოგიერთი წარმომადგენელი არ ეთანხმება. ეს ავტომატურად პრობლემას წარმოადგენს, რადგან ის დემოკრატიის დაცვის სახელით ერევა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებში, რათა შედეგებზე მოახდინოს მანიპულირება, ისე რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს ემსახურებოდეს. დასავლეთის სანქციების საპირისპიროდ, ქართველებისგან ეკონომიკური თვითმკვლელობა და რუსეთთან კიდევ ერთი ომის რისკის ქვეშ დაყენება, მიმზიდველი გამოწვევა არ არის. ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს მიმართ, უნდა ეფუძნებოდეს იმ რეალობას, რომ ამერიკა არ გახდება უფრო აყვავებული ან უსაფრთხო, თუ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ წინა ხაზზე მყოფ ბაზად გადაიქცევა. საქართველო და სხვა მრავალი პოსტ საბჭოთა სახელმწიფო გასაგები მიზეზების გამო დასავლეთთან მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობს, რუსეთთან, დომინანტურ რეგიონულ მოთამაშესთან, აშკარად მტრულ ურთიერთობაში ჩათრევის გარეშე. ვაშინგტონს კარგი მიზეზები აქვს, რომ საქართველოს მსგავს ქვეყნებთან ისეთი მოპყრობა შეძლოს, რომელიც იქნება დაბალფასიანი, დაბალი რისკის მქონე და რომელიც რეგიონში აშშ-ს ჩართულობას შეინარჩუნებს, რუსეთთან დაძაბულობის ესკალაციის თავიდან აცილებას და სტაბილურობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. ამჟამინდელი გარემოებების გათვალისწინებით, ცხადია, რომ თბილისი უნდა წაახალისონ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მულტივექტორული პოლიტიკის გატარებისთვის, როგორც ყველა დაინტერესებული მხარისთვის საუკეთესო კურსი. თუმცა, ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთმა პოლიტიკის შემქმნელმა უნდა უარი თქვას "მეგობარი აქტის" მიღმა არსებულ მიდგომაზე - "ან ჩვენთან, ან ჩვენს წინააღმდეგ." - წერია სტატიაში.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები