22 ივნისი 2025,   13:11
ვრცლად
"ფიქტიური სამხედრო გადახდები და გამოძალვა" - უკრაინამ საფრანგეთის მიერ გაწვრთნილი ბრიგადის საქმიანობის გამოძიება დაიწყო

საფრანგეთში გაწვრთნილი 155-ე მექანიზებული ბრიგადის საქმიანობის შესასწავლად, უკრაინაში გამოძიება დაიწყეს, - ამის შესახებ France 24 უკრაინის სახმელეთო ძალების სპიკერზე დაყრდნობით წერს.

არსებული ინფორმაციით, ბრიგადის მეთაური ჩართული იყო "ფიქტიურ სამხედრო გადახდებსა და გამოძალვაში". ამასთან, მედიის ცნობით, ქვედანაყოფში დაფიქსირდა 1200-ზე მეტი შემთხვევა, როდესაც ჯარისკაცებმა ნაწილი თვითნებურად დატოვეს.

როგორც France 24 წერს, ვრცელდება ცნობები "აღჭურვილობის დეფიციტის, ასევე ჯარისკაცების მიერ დანაყოფის მასიურად მიტოვების შესახებ" საფრანგეთში წვრთნების გავლის პერიოდში.

"2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, უკრაინის არმია სავსეა კორუფციული სკანდალებით - დაწყებული იარაღის შესყიდვით, დამთავრებული სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტების გაყალბებით", - წერს France 24.

დღის ამბები