
"ვაზისა და ღვინის სამართალი" - ასე ჰქვია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალ გამოცემას, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. წიგნის ავტორი იურისტი ნატო ტაბუცაძეა.
ნაშრომი უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბაზაზე გამოიცა და ეძღვნება ღვინის ინდუსტრიის ფრანგულ, ევროპულ და ქართულ სამართლებრივ რეგულაციებს.