17 ივნისი 2025,   18:43
ვრცლად
პიკეტირება, პარალიზება და რადიკალიზაცია - გედევან ფოფხაძე ერთადერთია, რომელმაც 26 მაისს ოპოზიციის გეგმებზე საჯაროდ ისაუბრა

პიკეტირება, პარალიზება და შესაძლო მსხვერპლი - გედევან ფოფხაძე ერთადერთია, რომელმაც 26 მაისს ოპოზიციის გეგმებზე საჯაროდ ისაუბრა. კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ღიად თქვა, რომ რუსთაველზე ოპოზიციის შეკრება რადიკალიზაციისთვის უნდა გამოიყენონ.

პროტესტის რადიკალურ ფორმებსა და ფიზიკურ ძალადობას ემხრობა ლევან ხაბეიშვილიც.

ოპოზიციის ნაწილი 26 მაისის გეგმებზე სასაუბროდ დახურულ კარს მიღმა, სალომე ზურაბიშვილთან დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა. შეხვედრა გაიმართა პაატა ბურჭულაძესთანაც. დახურული კონსულტაციების შემდეგ, კონკრეტული გეგმა არ გასაჯაროებულა, თუმცა ოპოზიციის ნაწილი მედიასთან გედევან ფოფხაძის რადიკალიზაციის გეგმას გაემიჯნა.

რეალურად რისთვის ემზადება ოპოზიცია - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს ოპონენტების საჯარო განცხადებებიდანაც ნათელია. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მიზანი ისევ დესტაბილიზაცია, არეულობა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაა, პოლიტიკური დივიდენდებისთვის კი მათთვის მსხვერპლიც მისაღებია.

ეროვნული დღესასწაული ეროვნული დაპირისპირებისთვის გამოყენებული ვერ იქნება - ასეთია ხელისუფლების პოზიცია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ოპოზიცია პროვოკაციებს ვერ განახორციელებს.

26 მაისის გეგმებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. შექმნეს სპეციალური საორგანიზაციო კომიტეტიც, სადაც ოპოზიციურ პარტიებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებიც არიან.

დღის ამბები