
ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებას გამოხმაურება და შეფასებები მოყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. მარკო რუბიოს გამოსვლას ოპოზიცია "ქართული ოცნებისთვის" პოლიტიკურ განაჩენად მიიჩნევს.
"მარკო რუბიოს განცხადება არის პოლიტიკური განაჩენი "ქართული ოცნებისთვის", რომელიც ამტკიცებდა, რომ მას ებრძვის რაღაც მითიური "დიფ სთეითი". ახლა ყველამ დაინახა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირები საქართველოს ხელისუფლებას უწოდებენ ანტიამერიკულ მთავრობას", - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ნუგზარ წიკლაური.