22 ივნისი 2025,   06:23
ვრცლად
"კომისიაზე არ წყდება იმ ადამიანების მოსვლა, რომლებიც აღწერენ რა უბედურებაში აგდებდა მაშინდელი რეჟიმი ადამიანებს, ზოგს კლავდა, ზოგს ჯანმრთელობას ართმევდა, ზოგს ქონებას, ზოგს ყველაფერს ერთად" - გურამ მაჭარაშვილი

საკუთრების წართმევისა და ადამიანის ძირითადი უფლებების შელახვის, ასევე გურამ შარაძის სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებზე იქნება საუბარი დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე.

საკანონმდებლო ორგანოში მიწვეული არიან ბიზნესმენი, ალექსანდრე მეგუთნიშვილი და გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე.

კომისიის სხდომა თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით, დილით 10 საათიდან დაიწყება.

"კომისიაზე სამწუხაროდ არ წყდება ის საკითხები და იმ ადამიანების მოსვლა, რომლებიც აღწერენ თუ რა უბედურებაში აგდებდა მაშინდელი რეჟიმი ადამიანებს, ზოგს კლავდა, ზოგს ჯანმრთელობას ართმევდა, ზოგს ქონებას, ზოგს ყველაფერს ერთად. აუცილებლად იქნება საბოლოოდ ის დასკვნა კომისიის, რომელიც ასახავს რეალობას, რაც იყო 2003-2012 წლებში", - აცხადებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები