
ისრაელი დამოუკიდებლობის 77-ე წლისთავს აღნიშნავს.
საზეიმო ღონისძიება გაიმართა თბილისში, ელჩის რეზიდენციაში, სადაც საპატიო სტუმრები, საქართველოს ოფიციალური პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ებრაული თემის წევრები მივიდნენ. მათ შორის იმყოფებოდა "ჰამასის" ყოფილი მძევალიც, 81 წლის გადი მოზესი. ისრაელის ელჩმა მილოცვები ქართველი ერის სახელით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისგანაც მიიღო.